„ქათმის გარდა, რა დებს კვერცხს?“

პროექტზე მუშაობის პროცესი "მწვანე ალუბალში"

ამ პროექტზე მუშაობის წინაპირობა გახდა, სააღდგომოდ ჯგუფში მოტანილი მწყრის კვერცხი, რომლის ზომამაც ბავშვებში ინტერესი და კითხვები გამოიწვია.

ნაწილმა აღნიშნა, რომ ქათმის კვერცხი უფრო დიდი იყო, აბა, რისი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს კვერცხი? თუმცა, ერთმა ბავშვმა გაიხსენა, რომ მას დედიკო აჭმევდა ასეთ კვერცხს. აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ, ბავშვები შეთნხმდნენ, რომ ეს არ იყო ქათმის კვერცხი. ბავშვების მსჯელობიდან გავიგეთ და ჩავინიშნეთ, თუ რა ცოდნა ქონდათ მათ საკითხის გარშემო და რისი გარკვევა სურდათ..

ბავშვებმა დაიწყეს საკუთარი გამოცდილებიდან პატარა ისტორიების მოყოლა, როგორ ეჭირა ახლი კვერცხი სოფელში ყოფნისას, რომელიც თბილი იყო, როგორ კაკანებს ქათმი, რითაც ხვდებიან კვერცხს რომ დებს, როგორ დაინახა გაქცეული ქათამი, რომელმაც სირბილის დროს დადო კვერცხი. ბავშვების მიერ მოყოლილი ისტორიები სახალისო აღმოჩნდა მეგობრებისთვის.


კვლევა დავიწყეთ ქათმიდან. საიდან შეგვეძლო მიგვეღო ინფორმაცია? ,,კომპიუტერი, წიგნი,’’- დაასახელეს ბავშვებმა და მეორე დღისთვის დავგეგმეთ ფრინველებზე წიგნების მოძიება, რაშიც ერთ-ერთი მშობელი დაგვეხმარა. ბავშვებმა დაათვალიერეს წიგნები.


ჩავინიშნეთ ბავშვების წინასწარი ვარაუდები, თუ კიდევ რას შეეძლო კვერცხის დადება. ჯგუფში მოტანილი კვერცხი წიგნში მიამგვანეს და მიუსადაგეს მწყრის კვერცხს.

ნახეს ვიდეოები, საიდანაც ბავშვებმა აღმოაჩინეს , რომ ქათმის გარდა კვერცხს დებენ და შვილებს ჩეკენ ფრინველები, კუები, ნიანგები, გველები და დაკვირვების შედეგები ცხრილში გადაიტანეს.


ენციკლოპედიის საშუალებით ბავშვები დააკვირდნენ სხვადასხვა კვერცხებს, აღმოაჩინეს რომ ეს კვერცხები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ ფორმის, (კუს კვერცხები) ზომის, ფერის მიხედვით.


გაიგეს, რომ დინოზავრს ყველაზე დიდი კვერცხი ქონია და ყველაზე პატარა ჩიტის კვერცხია, რომელიც ჩვენს ეზოშიც ნახეს, ბუდიდან გადმოვარდნილი და გატეხილი. ჩიტის კვერცხიც ,,ნამდვილი კვერცხის ფერია, ყვითელია შიგნითო“, შენიშნეს ბავშვებმა. ბავშვები დაინტერესდნენ, კიდევ თუ იდო ბუდეში, კვერცხები და ბარტყები თუ გამოიჩეკებოდნენ. შევთნხმდით, რომ ამას გავიგებდით თუ ყურადღებით ვიქნებოდით, ბაღის დამთვრებამდე დავაკვირვებოდით და ვნახავდით, თუ გაჩნდებოდნენ პატარა ბარტყები. ბუდე ჩვენი ჯგუფის თავზე სახურავის ქვეშ არის.


და დაიწყეს კვერცხზე დაკვირვება: აკვირდებოდნენ ნაჭუჭს, ცილას, გულს.


პლასტმასისი ბოთლის საშუალებით,შეძლეს ცილისგან გული დაუზიანებლად გამოეცალკავებინათ. კვერცხის გული გამოიყენეს სახატავად.


ცილა ჯერ კარგად გათქვიფეს, მერე გული დაამატეს და წყალიც ჩაუმატეს.

კვერცხი ნაჭუჭიანადაც მოხარშეს და პირდაპირ მდუღარე წყალშიც ჩააგდეს და აღნიშნეს, რომ ცოტათი შემწვარს დაემგვანა.

შემდეგ კვერცხი ჯერ ჩვეულებრივ, შემდეგ მარილიან წყალში მოათავსეს. შედეგები, როდის ჩაიძირა და როდის იტივტივა ცხრილში ჩაინიშნეს.



პროექტის თემის შესაბამისად ბავშვებს წავუკითხეთ ზღაპრები და მოთხრობები: ,,მელია და მამალი“, "ნახევარქათამა", „კუ და მკვეხარა კურდღელი“ და სხვა. პროექტის მიმდინარეობისას ბავშვები ითვლიდნენ, პოულობდნენ შესაბამის რიცხვებს, ჭრიდნენ, მსჯელობდნენ, აკეთდებდნენ დასკვნებს, ჭრიდნენ პრობლემებს, თამაშისას იცავდნენ წესებს, იყენებდნენ გამადიდებელ შუშას, მიქსერს, იცავდნენ უსაფრთხოების წესებს.


პროექტის მიმდინარეობის დროს ჩვენი ჯგუფის ერთმა ბავშვმა მეგობრებს მოუყვა, როგორ წაიყვანა ბაღიდან სახლში მუხლუხო, აჭამა ბეეევრი სალათის ფოთოლი და ბოლოს მუხლუხო პეპლად გადაიქცაო. პეპელა ისევ ბაღის ეზოში დააბრუნა და... გაუშვა ულამაზესი პეპელა.



აქედან გამომდინარე მწერებსაც შევეხეთ და მათ კვერცხებს. ეზოში ფოთლებზე დაკვირვებისას ბავშვებმა შენიშნეს პატარა ბურთულები, რა შეიძლება ყოფილიყო?იქვე შენიშნეს ჭიამაიები, დავეხმარეთ დაკვირვებოდნენ, რომ პაწაწინა ყვითელი ბურთულები იყო მხოლოდ იქ, სადაც ახლოს ჭიამაიებიც იყვნენ და ეს ბურთულები ჭიამაიას კვერცხები იყო. ბავშვებმა თვითონ გადაუღეს კვერცხებს სურათი, ჯგუფში კი დაამზადეს ჭიამაია.

ჭიანჭველას თეთრი კვერცხებიც ნახეს ვიდეოს საშუალებით, თუმცა ეზოში კვერცხები ვერ იპოვეს. სამაგიეროდ, შაქარი დაუყარეს და უყურებდნენ, როგორ მიქონდათ სოროსკენ ჭიანჭველებს ნამცეცები.


ბავშვებმა გააკეთეს ჩანახატები. დახატეს კვერცხისმდებლები: ჩიტები, პინგვინები, იხვები, კუები, გველი, ქათმები..