ხედვა
-
ჩვენთვის ყველა ბავშვი უნიკალურია;
-
ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვი ბუნებრივად მუდმივად ცდილობს განვითარდეს, ამიტომ ჩვენ ვენდობით მას და მივყვებით მისი განვითარების რიტმს და ინტერესებს.
-
ჩვენ ვიცით, რომ ბუნებას თერაპიული ეფექტი აქვს ადამიანისათვის, ამიტომ ჩვენი გარემო მდიდარია ბუნებრივი მასალებით, ბავშვებს აქვთ კავშირი ბუნებასთან.
-
ჩვენ გვესმის, რომ ბავშვობა თავისთავად ღირებული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, ამიტომ ვცდილობთ ყოველი დღე მათთვის იყოს სასიამოვნო და დასამახსოვრებელი.
-
ოჯახი ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ მშობლები ჩვენთან პროცესის აქტიური თანამონაწილეები არიან.
პროგრამა
ჩვენი პროგრამა აგებულია ბავშვების საჭიროებებსა და ინტერესებზე. ჩვენთან ბავშვები თამაშობენ, აკვირდებიან გარემოს, გამოცდიან სხვადასხვა მასალას, ატარებენ ექსპერიმენტებს, ამზადებენ კერძებს, ხატავენ, ძერწავენ, აშენებენ, მღერიან, ცეკვავენ, ქმნიან ნივთებს, იგონებენ ამბებს, თხზავენ მუსიკას. ჩვენთან ბავშვები სიამოვნებას ღებულობენ სხვადასხვა მასალასთან, ბუნებასთან ურთიერთობით.
საგანმანათლებლო პროგრამა საფუძვლად იყენებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტს.
ბავშვის მთლიანობითი- ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, მეტყველებისა და შემეცნებითი უნარების განვითარებისათვის ვუქმნით მას მრავალფეროვან საშუალებებს.
გარემო
ჩვენი ცენტრის ფიზიკური გარემო ეფუძნება რეჯიო ემილიას პედაგოგიკის პრინციპებს, არის ესთეტიური, მდიდარი ბუნებრივი მასალებით, სხვადასხვა ფაქტურებითა და განათების სხვადასხვა წყაროთი.
ავეჯი დამზადებულია ბუნებრივი მასალებით, სათამაშოები ეკოლოგიურად სუფთაა. დღის მნიშვნელოვან ნაწილს ბავშვები ატარებენ ეზოში.
დღის მიმდინარეობა მშვიდია და მიყვება ბავშვების რიტმს.
სოციალური გარემო ხელს უწყობს ბავშვებს იყვნენ დამოუკიდებლები, დაეხმარონ ერთმანეთს,
იმეგობრონ, ითანამშრომლონ, განვითარდნენ ერთად.
ბავშვები სწავლობენ ემოციების მართვას, რიგის დაცვას, სათამაშოების თხოვებას,
გაზიარებას, ერთმანეთის აზრების მოსმენას, ზრუნვას გარმოზე.
პროცესი
ჩვენი აღმზრდელები ხედავენ და პატივს ცემენ თვითოეულ ბავშვს, მის განსაკუთრებულობას,
აკვირდებიან ბავშვების
ინტერესებსა და საჭიროებებს,
შესაბამისად აწყობენ გარემოს და სთავაზობენ მასალებს დამოუკიდებელი კვლევისა და ექსპერიმენტებისთვის.
აღმზრდელები ადგენენ თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ პორტფოლიოს, სისტემატიურად აწვდიან ინფორმაციას მშობელს.
მენიუ
ჩენი მენიუ არის ჯანსაღი და მრავალფეროვანი. ახალი ხილი და ბოსტნეული, რძისა და ხორცის პროდუქტები, მარცვლეული.
ბავშვებს ხელს ვუწყობთ ჩაერთონ საკვების მომზადების პროცესში და დააგემოვნონ ახალი კერძები.
მომსახურების
პირობები
ადრეული განათლების ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9:00 საათიდან - საღამოს 6:30 საათამდე.
პროგრამის თვიური ღირებულება განისაზღვრება 1000 ლარით. და-ძმებისათვის მოქმედებს ფასდაკლება. წლიური გადასახადის ერთიანად გადახდის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.
შაბათის წრე
შაბათის წრე ითვალისწინებს ერთ, ორ, ან სამ საათიან მრავალფეროვანი აქტივობების პროგრამას, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის. პროგრამის ფასი დამოკიდებულია მის ხანგრძლივობაზე და ღირს 40 ან 50 ლარი. მოქმედებს ასევე ყოველთვიური ფასდაკლების აბონიმენტი.
დაგვიკავშირდით
გვეწვიეთ
ორშაბათი - პარასკევი 11:00 - 16:30