ტრენინგები და კონსულტირება
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება
2020 წლიდან "მწვანე ალუბალი " გახდა აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების, 66 საათიანი ტრენინგის მოდულის მიმწოდებელი ორგანიზაცია.
2020 წლიდან დღემდე ჩვენმა ორგანიზაციამ გადაამზადა 600 ზე მეტი აღმზრდელი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, როგორც პირისპირ ასევე დისტანციურად.
თუ დაინტერესებული ხართ აღმზრდელ- პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგით დაგვიკავშირდით ან დარეგისტრირდით ქვემოთ მოცემულ ბმულზე.
ტრენინგები და სემინარები
მწვანე ალუბალი გთავაზობთ ტრენინგებსა და სემინარებს ყველა ადრეული განათლების საკითხებით დაინტერესებულ ადამიანს: პრაქტიკოს და დამწყებ აღმზრდელებს, სტუდენტებს, მშობლებს.
ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს საჭიროებებს და ვაგებთ ტრენინგის თემასა და მეთოდოლოგიას თქვენი ინტერესების გათვალისწინებით.
კონსულტირება
ჩვენი ორგანიზაცია გაგიწევთ კონსულტირებას ადრეული და სკოლამდელი განათლების კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით როგორიცაა:
-
საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა;
-
საგანმანათლებლო პროგრამის შერჩევა და განხორციელება;
-
ხარისხის უზრუნველყოფა და სხვა.
ვორქშოფები და ტურები
ჩვენს ცენტრში გთავაზობთ პრაქტიკულ ვორქშოფებს რომელზედაც საშუალება გექნებათ შეისწავლოთ სხვადასხვა ტექნიკა, დაამზადოთ საინტერესო განმავითარებელი რესურსები.
ასევე, გეპატიჟებით შემეცნებით ტურებზე რომელზეც გაგაცნობთ სივრცის მოწყობისა და განმავითარებელი გარემოს შექმნის სხვადასხვა მაგალითებს.