top of page
Writer's picturetamunabakradze

#1 "კომპეტენტური ბავშვი"


„... ექვსი-შვიდი თვის ბავშვის სახით ჩვენ წინაშე აქტიური სუბიექტი დგას, რომელსაც გამღიზიანებელთა წარმატებით შებრძოლების უნარი გააჩნია, რად არ უნდა ვიფიქროთ, რომ იგი იმის პასიური ლოდინით კი არ დაკმაყოფილდება, თუ შემთხვევით რა გამღიზიანებელი იმოქმედებს მასზე, არამედ, როგორც აქტიური სუბიექტი, თვითონ ჩაერევა მათს ბუნებრივ მიმდინარეობაში და თავისთვის ხელსაყრელ გამღიზიანებელთა ძიებას დაიწყებს“.

დ.უზნაძე (1947)


რეჯიო ემილიას მიდგომა ბავშვს როგორც კომპეტენტურ, უნარიან და ბუნებრივი ინტერესით სავსე ადამიანს ხედავს, რომელსაც აქვს ცოდნის წყურვილი და ყოველთვის მზად არის გამოწვევებისათვის.

ბავშვი არის ძლიერი, ცნობისმოყვარე, შემოქმედებითი, შესაძლებლობითა და ამბიციებით სავსე. მას აქვს უფლება ამ თვისებების სრულად გამოვლენის და განვითარების საშუალება მიეცეს.

პატივისცემას იმსახურებს მისი ბუნება, აზრები და ნამუშევრები, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი "ნამდვილი" მოსმენა/დანახვა.


ტერმინი "კომპეტენტური ბავშვი" დამკვიდრებულია განათლებაში და აღნიშნავს მიდგომას როცა ბავშვი ითვლება არა ცარიელად ჭურჭლად, რომელიც უნდა შეივსოს უფროსების მიერ გადაცემული ინფორმაციით, არამედ ადამიანად რომელიც დაბადებისთანავე აღჭურვილია გარკვეული ცოდნითა და უნარებით, რომელსაც სჭირდება შესაბამისი გარემო რომ მიიღოს გამოცდილება და განვითარდეს.


ბავშვი არის მთავარი მოქმედი და აქტიური როლის მქონე საკუთარ განვითარებასა და ცოდნის შეძენის პროცესში და არა ინსტრუქციების სამიზნე.

ის თვითონ არის საკუთარი ცოდნის შემქმნელი. მისი მთვარი მამოძრავებელი ინტერესია.


სულ პატარა ასაკიდან ბავშვი იწყებს საკუთარი უნარების: მოტორიკის, მეტყველების განვითარებას, ფუნქციურ თამაშს რაც გულისხმობს სხვადასახვა საგნების თვისებების გამოცდას. პატარა რომელიც აიღებს და მოსინჯავს რაიმე ნივთის ფაქტურას და სიმყარეს, დააგდებს, დაატრიალებს, დაარტყამს, გემოს გაუსინჯავს, ეცდება ორი საგანი ჩადოს ერთმანეთში ან დაადოს ერთმანეთს ამ ნივთის თვისებებს სწავლობს.


თუ დააკვირდებით დაინახავთ რომ ბავშვი არის ნამდვილი მკვლევარი, ის სვამს კითხვებს, აყალიბებს ჰიპოთეზებს, ექსპერიმენტებით გამოცდის მათ , აკეთებს და იაზრებს აღმოჩენებს.


ამავე თემაზე შეგიძლიათ გაეცნოთ ლორის მალაგუცის სტატიას და ნახოთ კარლა რინალდის ინტერვიუ "კომპეტენტური ბავშვის" შესახებ.




წყარო :

Hewett Mercilliott the Reggio Emilia Approach to Early Childhood Education,, Early Childhood Education Journal, Vol. 29, No. 2, Winter 2001



581 views0 comments

Recent Posts

See All

コメント


bottom of page