top of page
Gemini_Generated_Image_325fww325fww325f_edited.jpg

zafxuli mwvane alubalSi

ამ ზაფხულს მწვანე ალუბალში გელოდებათ როგორც სტანდარტული ადრეული განათლების პროგრამა ასევე სივრცეები მშობლებისთვისაც, სადაც სპეციალურად განკუთვნილ სივრცეებში შესაძლებელია მუშაობა, კითხვა, ხატვა და გემრიელი ყავის მირთმევა ჩვენს პატარა კაფეში, სანამ ბავშვები ზღაპრულ დროს გაატარებენ პროფესიონალ აღმზრდელებთან ერთად. გარდა ამისა, ვიზიტებს ჩვენს სივრცეებში აქვთ როგორც რეგულარული, ისე ერთჯერადი ფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს, რომლებიც სულაც არ დადიან ჩვენს ბაღში, ეძლევათ შესაძლებლობა "მწვანე ალუბალის", რეჯიო ემილიას უნიკალური შემოქმედებითი მიდგომით, ბუნებაზე დაკვირვებითა და სამეცნიერო აღმოჩენებით, მუსიკით, ცეკვით, საბავშვო ავტორების მიერ წაკითხული ზღაპრებითა და დროში მოგზაურობით, ნამდვილად ბავშვური თავისუფალი თამაშებით სავსე გამოცდილება მიიღონ, რაც აუცილებლად დატოვებს წარუშლელ კვალს მათ ცნობიერებაში. ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ყოველ დღე: I სესია - ⏰9:00 - 13:00 II სესია - ⏰13:00 - 17:00 III სესია - ⏰17:00 -21:00 სესიები განკუთვნილია 3-8 წლის ბავშვებისთვის. 🔸ერთ სესიაზე დასწრების ღირებულებაა - 45 ₾ (1 ბავშვი + 1 მშობლის სამუშაო ადგილი უფასოდ) 🔸1 უფროსის სამუშაო ადგილის ღირებულებაა - 20 ₾ (1 ცვლა - 4 სთ) 🔸შესაძლებელია როგორც ერთჯერადი დასწრება, ასევე ერთკვირიანი და ერთთვიანი პაკეტების შეძენა.

e82555d6082d6acef6d43d57f4183ae4.jpg

kalendari

10

agvisto

740521734_1730470958095730_8330649607952064745_n.jpeg

bunebis mxatvrebi

შეიძლება თუ არა ტოტმა, წიწვმა ან ბალახმა ფუნჯის როლი შეასრულოს? ბავშვები გამოსცდიან ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობებს, შექმნიან საკუთარი ხელით ფუნჯებს და ტალახის საღებავს და ისწავლიან, როგორ გაერთონ ბუნებაში შემოქმედებითად უბრალო გასერინების დროსაც კი გაჯეტების გარეშე.

16:00 - 20:00

ხანგრძლივობა:  4 სთ

ღირებულება: 45 ₾

ლოკაცია: აბაშელის ქ. 3

11

agvisto

6dca32a9139f3fb439f329625118abbb_edited.png

Tixis skulpturebi

ბავშვები გაეცნობიან თიხის სხვადასხვა ნამუშევარს და შემდეგ საკუთარი ხელებით გამოცდიან ამ უნიკალური მასალის თვისებებს. ისინი თიხისა და სხვადასხვა ბუნებრივი მასალის გამოყენებით დაამზადებენ მათთვის სასურველ ნამუშევრებს და ამასთან ერთად განივითარებენ სივრცითი აზროვნების, მოტორულ და შემოქმედებით უნარებს.

16:00 - 20:00

ხანგრძლივობა:  4 სთ

ღირებულება: 45 ₾

ლოკაცია: აბაშელის ქ. 3

12

agvisto

Screenshot 2026-08-03 at 14.56.06.png

anri matisi-xelovnebis studia

რა შეიძლება მოგვიყვეს ფერებმა და ფორმებმა სიტყვების გარეშე? ბავშვები გაეცნობიან ვასილი კანდინსკის სამყაროს, შექმნიან ფერებითა და გეომეტრიული ფორმებით შთაგონებულ ნამუშევრებს და აღმოაჩენენ აბსტრაქტული ხელოვნების სილამაზეს, რაც ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას, ფერთა აღქმასა და თვითგამოხატვის უნარს.

16:00 - 20:00

ხანგრძლივობა:  4 სთ

ღირებულება: 45 ₾

ლოკაცია: აბაშელის ქ. 3

13

agvisto

af7633801deb4e76366c9f7c9036096a_edited.jpg

Crdilebis Teatri

შეგიძლია ჩრდილებით ზღაპარი მოყვე? მწვანე ალუბლის ჩრდილების თეატრში ბავშვები შექმნიან საკუთარ პერსონაჟებს, გააცოცხლებენ მათ და დადგამენ მხიარულ მინი-სპექტაკლებს, სადაც თითოეული წარმოდგენა სრულიად უნიკალური იქნება. ამ დროს კი განივითარებენ წარმოსახვას, მეტყველებასა და თავდაჯერებულ თვითგამოხატვას

16:00 - 20:00

ხანგრძლივობა:  4 სთ

ღირებულება: 45 ₾

ლოკაცია: აბაშელის ქ. 3

14

agvisto

ce441606-548b-443d-9910-3f945682d49c.jpeg

surnelebis laboratoria

ბავშვები, ჩვენი ბაღის ყვავილებსა და სხვა არომატულ მცენარეებს დააკვირდებიან, შეისწავლიან მათ სურნელებს და საკუთარი პატარა არომატული კომპოზიციის შექმნას გამოსცდიან. ამით ისინი სენსორულ აღქმას, ყურადღების კონცენტრაციასა და შემოქმედებითი ექპერიმენტირების უნარს განივითარებენ.

16:00 - 20:00

ხანგრძლივობა:  4 სთ

ღირებულება: 45 ₾

ლოკაცია: აბაშელის ქ. 3

15

agvisto

dab398c5de0017cf4e183260526d2ca1.jpg

fantastikuri cxovelebi

როგორი არსება იცხოვრებდა მხოლოდ შენს წარმოსახვაში? როგორი იქნებოდა ნივთი, რომელიც მხოლოდ შენ წარმოგიდგენია? ბავშვები თიხისა და სხვა მასალების გამოყენებით შექმნიან საკუთარ ფანტასტიკურ პერსონაჟებსა და საგნებს და მოუფიქრებენ მათ ისტორიებს. ამ დროს ისინი განივითარებენ სივრცით აზროვნებას, მოტორულ და იდეების ვიზუალურად გადმოცემის უნარს.

16:00 - 20:00

ხანგრძლივობა:  4 სთ

ღირებულება: 45 ₾

ლოკაცია: აბაშელის ქ. 3

16

agvisto

Gemini_Generated_Image_i779dri779dri779.png

teqstilis atelie -Teqa

ბავშვები გაიცნობენ თექის დამზადების უძველეს ტექნიკას და საკუთარი ხელით შექმნიან თექის ქსოვილსა და თექის ბურთებს. ამ დროს ისინი განივითარებენ სენსორულ აღქმას, წვრილ მოტორიკას და სხვადასხვა მასალის შემოქმედებით გამოყენების უნარს.

16:00 - 20:00

ხანგრძლივობა:  4 სთ

ღირებულება: 45 ₾

ლოკაცია: აბაშელის ქ. 3

July

zafxuli mwvane alubalSi

bottom of page